Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
rugby x coca-cola - for social media post

ბილისი, საქართველო – 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ, 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი 2017 წლის შემდეგ საქართველოში პირველად გაიმართება და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეებს თბილისსა და ქუთაისში გააერთიანებს.  ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია კოკა-კოლა, რომელიც მსოფლიო რაგბთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში სპორტის უწყვეტ მხარდაჭერას აგრძელებს.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, როგორც რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გლობალური პარტნიორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სპორტის, ახალგაზრდებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ანიჭებს. კომპანია ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი სპორტული შეჯიბრებების გვერდით დგას და მილიონობით გულშემატკივარს სპორტის ირგვლივ აერთიანებს. სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელებაა მისი პარტნიორობა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატთან, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნიკალურ სივრცეს სთავაზობს.

2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაიზარდა. შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, გულშემატკივრებს 20-20 უმაღლესი დონის მატჩის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ერთმანეთს მსოფლიო რაგბის 16 ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები შეერკინებიან. ნაკრებების შემადგენლობა იმ ამომავალი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მომავალში, კაცთა რაგბში, ქომაგებისთვის არაერთ დაუვიწყარ წუთს შექმნიან.

ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, არგენტინა, იტალია, შოტლანდია, ინგლისი, ირლანდია, ახალი ზელანდია, იაპონია, უელსი, საფრანგეთი, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი, ავსტრალია და ესპანეთი. მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა – 16 ქვეყნის 500-მდე მორაგბე – პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს.

საქართველოს რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები სამივე მატჩს თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს.

2008 წელს დაფუძნებულმა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა ელიტურ რაგბს უკვე 500-ზე მეტი უმაღლესი კლასის მორაგბე შესძინა. მათგან არაერთი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და დღესაც საკუთარი თამაშით მილიონობით ქომაგს აღაფრთოვანებს. სწორედ ასეთი ჩემპიონატებიდან და ტურნირიდან იწყება იმ მოთამაშეთა დიდი ნაწილის საერთაშორისო კარიერა, რომელიც შემდეგში მათ მსოფლიო რაგბის მთავარ სახეებად აქცევს.

Post navigation

Previous: ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება
Next: ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
DSC05857
  • რეკლამა

ქობულეთში „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა

აჭარა თაიმსი ივნისი 29, 2026
IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.