Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

“ოცნება” აღიარებს, რომ ტიტუშკები მათ დავალებებს ასრულებენ

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
guchmanidzeebi_AJARATIMES.GE

დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ ტიტუშკები მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგნელების სახლებზე წარწერებს მისი დავალებით აკეთებენ. მტკიცებულებები “ქართული ოცნების” ლიდერმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

ტიტუშკებმა უხამსი და შეურაცხმყოფელი წარწერები ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ახალის” ოფისებთან გააკეთეს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე სექტორის” წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლთან.

“ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე,” – დაწერა ფეისბუქზე დიტო სამხარაძემ და იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, ვისაც “ქართული ოცნება” თავს ესხმის.

“მწვანე სექტორის” წარმომადგენლებმა პოლიციას მიმართეს და ფაქტის გამოძიება, ასევე, დიტო სამხარაძის დაკითხვა მოითხოვეს.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=I45te-PVCkg[/embedyt]

„დღეს დილით ჩვენს კართან კედელზე გამოჩნდა შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მუქარის შემცველი ფრაზები, როგორც ჩანს სახელისუფლებო პარტიის „ტიტუშკების“ მიერ. მათ დაანონსებული ჰქონდათ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობრივ ქმედებას განახორციელებდნენ. დილით პოლიციის განყოფილებაში ვიმყოფებოდით, მიუხედავად იმისა, რომ განცდა არ მქონდა ეს ადამიანები მომხდარს გამოიძიებდნენ. თუმცა რამდენიმე საათის უკან ვნახეთ, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის პოსტი, რომელიც აფიქსირებს საჯაროდ, რომ მსგავს ძალადობას ემხრობა, ახალისებს და ესკალაციის მომხრეა“, – აცხადებს კახა გუჩმანიძე.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=xvc9ME9qEkQ[/embedyt]

„ტიტე აროშიძე, შენს მეზობლად, იმ ოჯახში, სადაც ერთად არაერთხელ მივსულვართ, რომელიც შენთვისაც და ჩემთვისაც საკუთარი ოჯახივითაა (ჩემთვის ისევ ისეა, შენი ამბავი არ ვიცი), გზავნილი დატოვეს მუქარის! არავის არაფერს ვაბრალებ, გთხოვ მოძებნეთ ვინაა შემსრულებელი და დამკვეთი!

წარწერა გააკეთეს ჩემი მეგობრის, თანამშრომლის ძმის, ილია გუჩმანიძის საძინებლის კედელთან, არ ვიცი მისამართი აერიათ თუ შორი გზით მოდიან! კახა გუჩმანიძის ოჯახი, ორსული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილიც აქ ცხოვრობს. არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ რეჟიმს”, – წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ციალა ქათამიძე და მმართველი პარტიის წარმომადგენელს მიმართავს.

ბრალდებებს მმართველი პარტიის დეპუტატი გამოეხმაურა. ბათუმის საკრებულოს წევრის, თენგიზ აფხაზავას თქმით, ხელწერა “ნაციონალურ მოძრაობის” სტილია და არა “ქართული ოცნების”.

„ეს ხელწერა არის „ნაციონალური მოძრაობის“. ყველამ იცის, თვითონ ურეკავენ თავისიანებს აგინებენ და გვაბრალებენ ჩვენ”, – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ ჟურანილსტებთან საუბრისას.

ფაქტებზე გამოძიება გამოძიება შსს ჯერ არ დაუწყებია.

Post navigation

Previous: არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა
Next: პოლიციამ სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში შესახლებული 30-მდე ოჯახი გამოასახლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 18 საათის ago
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 დღის ago
amindi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

admin Posted on 4 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.