Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ოცნების” დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე

სულხან მესხიძე Posted on 1 წელი ago
gia chkonia, archil beridze, anzor bolqvadze_AJARATIMES.GE

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” დელაგატები წარადგინა, მათ შორის აჭარიდანაც. ბიზნესმენი გია ჭყონია, მომღერალი არჩილ ბერიძე და დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე – ეს სამი კანდიდატი ეყოლება მმართველ პარტიას წარმოდგენილი არჩევნებზე.

„ბათუმში იქნება არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“. ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, გია ჭყონია. ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი კი, ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი. ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანდიდატების წარდგენისას. 

  • ანზორ ბოლქვაძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია, ის პირველად საკანონდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით შევიდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ბოლქვაძე “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანზორ ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. მესამე სექტორის კვლევის შედეგად, ბოლქვაძე კორუფციულ სქემებშიც ფიგურირებს. ცნობისთვის, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ₾არი მიიღეს.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, გიორგი ჭყონიამ, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 335,638,719 ₾არი მიიღო. ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. ამის დასტური პარტიებისთვის შეწირული თანხის სტატისტიკაა, სადაც წერია, რომ მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიასა და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში, 1,394,000 ₾არი შესწირეს.
  • არჩილ ბერიძე პოლიტიკაში ახალი სახეა, თუმცა ის “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული მომღერალია. მისი ღონისძიებების ორგანიზატორი და დამფინანსებელი ძირითადად საჯარო უწყებებია.

ინფორმაციისთვის: დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.


აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია
  • პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე

Post navigation

Previous: პოლიტიკის დოკუმენტი ეკოლოგიაზე, ოპოზიციური პარტიებისთვის
Next: ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

admin Posted on 2 საათის ago
teatri_ajaratimes.ge
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

admin Posted on 2 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

Posted on 2 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 20 საათის ago
აჭარაში არარეგისტრირებული სასაკლაოები და ხორცპროდუქტების ობიექტები დაილუქა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში არარეგისტრირებული სასაკლაოები და ხორცპროდუქტების ობიექტები დაილუქა

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულაბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულაბონენტებს

Posted on 2 დღის ago
გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს teatri_ajaratimes.ge
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

Posted on 2 დღის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 3 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

Posted on 2 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 20 საათის ago
აჭარაში არარეგისტრირებული სასაკლაოები და ხორცპროდუქტების ობიექტები დაილუქა _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

აჭარაში არარეგისტრირებული სასაკლაოები და ხორცპროდუქტების ობიექტები დაილუქა

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულაბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულაბონენტებს

Posted on 2 დღის ago
გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს teatri_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.