
ხათუნა ბოლქვაძემ შსს მოთხოვნა პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა. ლაშა ფალავანდიშვილს, ალბერტ არაქელოვს, ვლადიმერ თოდაძეს და ნოდარ მამულაძეს, რომლებიც ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სიმონ ბაჯელიძეს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ნათია ნონოიანი კი 2000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლო პროცესი გვიან ღამემდე, ხალხმრავალი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. ცნობილია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას დაპატიმრებულების ინტერესების დამცველები გაასაჩივრებენ.
ინფორმაციისთვის: შსს ბრალდებულებს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივ წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას გულისხმობს. ეს მუხლები დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
ცნობისთვის: ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯამში, ცხრა ადამიანი დააკავეს.