Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პრეზიდენტი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევის და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოდის

აჭარა თაიმსი მაისი 26, 2024
salome zurabishvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქარტიას ხელმოსაწერად სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას.

„გადავწყვიტე, თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ სამოქმედო გეგმას, ამ „ქართულ ქარტიას“. ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც  მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.

სხვანაირი ერთობა, და გეტყვით, რას ნიშნავს – ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა, იმის შემდეგ, რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია. ეს უკვე მე არ მეხება;

სხვანაირი არჩევნები – დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, თავისი სახე, პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს, ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი; რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ „ქართულ ქარტიას“ და ესე იგი, ევროპულ მომავალს;

ეს იქნება სხვანაირი პარლამენტი – ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული  გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკს, მათ შორის იმას, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს;

სხვანაირი მთავრობა – ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლებში გამართულ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტის ინიციატივას გაეცანით ვრცლად.

Post navigation

Previous: რას გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივა – სალომე ზურაბიშვილის განცხადება ვრცლად
Next: ბათუმში სტუდენტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

აჭარა თაიმსი ივლისი 11, 2026
bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

აჭარა თაიმსი ივლისი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

აჭარა თაიმსი ივლისი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026
JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს 261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

ივლისი 9, 2026
დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.