Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-ads.png
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პრობლემა, რომელიც ბევრ ოჯახს აწუხებს – როგორ დავეხმაროთ თანადამოკიდებულ ადამიანებს

სულხან მესხიძე Posted on 1 წელი ago
gogo da bichi_AJARATIMES.GE

ჩვენი სიუჟეტის გმირი, 16 წლიდან აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული იყო. მოგება, წაგება და მუდმივი სტრესი – 18 წელი ერთფეროვანი ცხოვრება, რისგან თავის დაღწევაც დღემდე არ უფიქრია. გვიყვება, რომ ვიდრე თერაპიულ პროცესში არ ჩაერთვებოდა, მანამდე თავს თამაშდამოკიდებულად არ მიიჩნევდა. პროცესი მისთვის ერთგვარ გართობის საშუალებას წარმოადგენდა და მოსალოდნელ შედეგებზე არ ფიქრობდა.

მუდმივი სტრესის გარდა, როგორც თავად ამბობს, გარშემომყოფებთან ურთიერთობები ზიანდება. ხშირია შემთხვევები, როცა ნასესხები ფულით თამაშობ, წაგების შემდეგ კი ვერ აბრუნებ, რაც უკმაყოფილებისა და იმედგაცრუების მიზეზი ხდება.

მაშ შემდეგ, რაც აზარტულ თამაშობებზე უარის თქმა გადაწყვიტა შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით მოიპოვა. თავდაპირველად, თერაპიული კურსი ონლაინ დაიწყო, მოგვიანებით კი, დამოკიდებულებისგან გათავისუფლების პროგრამაში ჩაერთო, რომელსაც აჭარაში „თანადგომა“ ახორციელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომა” ყველა ტიპის თანადამოკიდებულ ადამიანთან მუშაობს. სერვისი 2023 წლის დეკემბერში ამოქმედდა და 2024 წლის ივლისამდე გაგრძელდება. სერვისი უფასოა და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამ ეტაპზე “თანადგომა” 20-მდე ადამიანს ეხმარება.

დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე მყოფი კაცი ფიქრობს, რომ თერაპიულ პროცეში ჩართვის შემდეგ, „ძალიან დიდი ნაბიჯი“ გადადგა. კერძოდ, ისწავლა საკუთარი ემოციების მართვა და ინტეგრაცის პროცესში აქტიური მონაწილეობა. მთავარ მიღწევად კი, მაინც ცნობიერების ამაღლება მიაჩნია, რაშიც სარეაბილიტაციო ცენტრი დაეხმარა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=EtZidM3aZ-U[/embedyt]

ჩვენი მომდევნო რესპონდენტი ალკოჰოლზე დამოკიდებული კაცის მეუღლეა. ქალი ინტერვიუზე ანონიმურობის დაცვით დაგვთანხმდა. მაგდა (სახელი პირობითია) გვიყვება, რომ 30 წელია, რაც ქორწინებაშია და აქედან ნახევარი ცხოვრება ალკოჰოლზე დამოკიდებული ქმრის “გამოვლინებების ატანა” უწევს. მისი თქმით, როცა მეუღლე არაფხიზელ მდგომარეობაშია არის აგრესიული და ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია ხშირად იქმნება, გარდა ამისა, კაცს ჯანმრთლობის პრობლემებიც შეექმნა.

“ჩემი ქმარი ალკოჰოლს ხშირად მოიხმარს, ფაქტობრივად უკვე დამოკიდებულია და ვერაფერს ვშველით. რჩევებს არ ითვალისწინებს, რამდენჯერმე ვცადეთ ექიმთან მიყვანა და კონსულტაცია, რაზეც არ გვთანხმდება. ფიქრობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული არაა და კვირაში, სულ მცირე სამი დღე რომ ნასვამ მდგომარეობაშია ეს ნორმაა. მგონი ამ მდგომარეობაში ბევრი ოჯახია, ქართველები დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას ნორმად მიიჩნევენ. მე და ჩემს შვილებს მთელი ცხოვრება სტრესის ფონზე გვიწევს, ხშირად მაქვს შფოთვები, ფაქტობრივად მეც შემერყა ჯანმრთელობა. მგონი უკვე შევეგუე კიდეც ამ რეალობას – იმ რეალობას, სადაც მუდმივი ჩხუბი და კონფლიქტებია, ეგუები და აღარ გაურბიხარ. 

ჩემი აზრით, მანამდე არ ეშველება ჩვენს საზოგადოებას ვიდრე ცნობიერება არ ამაღლდება, სახელმწიფო საერთოდ არ აინტერესებს თანადამოკიდებული ადამიანების ბედი, ამ ქვეყანაში ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ნორმალიზებულია, რასაც ასეთ შედეგებამდე მივყავართ, ” – ამბობს მაგდა ჩვენთან საუბრისას.

თანამოაზრეების გარემოცვაში მიღებული მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება – ეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც დამოკიდებულებისგან გათავისუფლების თერაპიული კურსი ეფუძნება. სოციალური მუშაკი, ილია ურუშაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ჯგუფური თერაპიის სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებულ მაგალითებს გვიზიარებს.

თერაპიული კურსები მხოლოდ თამაშდამოკიდებულ ადამიანებს არ აერთიანებს, მასში წამალდამოკიდებული ბენეფიციარებიც არიან. სპეციალისტის თქმით, დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული და კონკრეტული მეთოდის განჭვრეტა წინასწარ რთულია.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=MTefMNZubHY[/embedyt]

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და სხვადასხვა დამოკიდებულებებთან ბრძოლა დღემდე გამოწვევად რჩება მსოფლიოში. ორგანიზაცია „თანადგომაში“ განმარტავენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულ დონეზეა და პროცესში სხვადასხვა რგოლია ჩართული. ორგანიზაციაში იდეალურ მოდელად ისრაელის მაგალითი მოჰყავთ, სადაც ერთიანი კორდინაციის შედეგად, პრობლემა მკაცრად კონტროლდება. ნათია ხარატის თქმით, დამოკიდებულებებისგან ადამიანთა გათავისუფლებას მხოლოდ მესამე სექტორის ძალისხმევა არ ეყოფა.

„თანადგომას“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, სერვისის ამოქმედება აჭარაში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა. ხარატი აქცენტს პრობლემის სიმწვავეზე აკეთებს და ამბობს, რომ რეგიონში სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებასა და აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულების შემთხვევები მზარდია. პროპლემაა ისიც, რომ დაბალხარისხიანი ნივთიერებების ხელმისაწვდომობა გაზრდილია.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=XmwySB5ZAXg[/embedyt]

ინფორმაციისთვის: ადიქცია ინგლისური სიტყვიდან “addiction” მოდის და დამოკიდებულებას ნიშნავს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებაზე და ქცევაზე, მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საჭმელზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ.

ცნობისთვის: დამოკიდებულება ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

სტატისტიკა: სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები საყურადღებოა. კერძოდ, ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია, ხოლო თამბაქოს მომხმარებელია მოსახლეობის 31%. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი. რესპონდენტთა 15,9% აცხადებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა, აზარტულ თამაშობებში ჩართულობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღნიშნა რესპონდენტთა 31,3%-მა.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2023 წლისთვის, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 10 793 პირია რეგისტრირებული.

 

თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!

Continue Reading

Previous: 9 მაისს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება
Next: ბათუმში, უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

akaki dzneladze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს

სულხან მესხიძე Posted on 4 წუთი ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია

admin Posted on 1 დღის ago
avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში N7 და N7ა ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება 

admin Posted on 1 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს akaki dzneladze_AJARATIMES.GE

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს

Posted on 4 წუთი ago
“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო fexburti_AJARATIMES.GE

“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო

Posted on 9 საათის ago
ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა _AJARATIMES.GE

ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა

Posted on 21 საათის ago
რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით ruseti_AJARATIMES.GE

რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით

Posted on 23 საათის ago
ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია _AJARATIMES.GE

ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია

Posted on 1 დღის ago
„ქართული ოცნების“ შიდა უკმაყოფილება: დეპუტატმა თანაგუნდელი დაპირების შეუსრულებლობაში ამხილა umaglesi sabcho_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შიდა უკმაყოფილება: დეპუტატმა თანაგუნდელი დაპირების შეუსრულებლობაში ამხილა

Posted on 1 დღის ago
აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს akaki dzneladze_AJARATIMES.GE 1

აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს

Posted on 4 წუთი ago
“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო fexburti_AJARATIMES.GE 2

“ს/კ გონიომ” “იბერია 1999-2”-თან მატჩი 0-4 დათმო

Posted on 9 საათის ago
ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა _AJARATIMES.GE 3

ბათუმიდან მიმავალი მატარებელი ადამიანს დაეჯახა

Posted on 21 საათის ago
რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით ruseti_AJARATIMES.GE 4

რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ექსპორტში – 173 მლნ დოლარით

Posted on 23 საათის ago
ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია _AJARATIMES.GE 5

ბათუმის ცაზე სტამბულიდან მომავალი თვითმფრინავი მანევრირებს – სავარაუდოდ, დაფრენასთან დაკავშირებით სირთულეებია

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

მაისი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.