Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რატომ არის ახალი სტიპენდიის მიღების წესი დისკრიმინაციული შშმ სტუდენტებისთვის

admin Posted on 2 წელი ago
wignebi

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი, გაზაფხულის სემესტრიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ფარგლებში სტიპენდიების გაცემის წესი შეცვალა.

ცვლილებაში რამოდენიმე კრიტერიუმთან ერთად წერია, რომ საუნივერსიტეტო-ინტელექტუალურ, შემოქმედებით-კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებსი თითო აქტივობა ფასდება 1 ქულითდა მასზე ლიმიტი არ არის დაწესებული.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი შშმ პირია, რომელსაც დაქვეითებული აქვს მხედველობა და შესაბამისად, არცერთ სპორტულ ღონისძიებაში შეუძლია მონაწილეობის მიღება, ქულას ვერ მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ სტიპენდიების კონკურსში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი ავტომატურად იღებს 1 ქულას.

კონკურსში შშმ პირებისთვის მინიჭებული ამგვარი „პრივილეგია“ საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდმა ნაწილმა საჯაროდ დაგმო. მათ შორის შშმ სტუდენტმა ანა სიხაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და განათლების გაუფასურების მცდელობაა.

„გულდასაწყვეტია ის ცვლილებები რაც სახეზეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შშმ სტუდენტებს სრულყოფილი განათლების მიღების მიზნით მისაწვდომი გარემო რომ შეგვიქმნათ, რათა სხვა სტუდენტებთან სტიპენდიის მიღებისას კონკურენციაში შესვლა შევძლოთ ის აჯობებს, ვიდრე მაგალითად 1 ქულა წაგვიმატოთ 1500 ლარის მისაღებად. შეურაცხმყოფელია ძალიან ეს მიდგომა.

მე კი არ ვაპირებ შეურაცხყოფის მიყენებას არც ჩემი თავისთვის და არცჩემი მეგობრებისთვის. ყოველდღიურად თანასწორი გარემოს შექმნისთვის ვიბრძვი და არა პოზიტიური დისკრიმინაციისთვის“ – ამბობს ანა სიხაშვილი.

სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან სახელმწიფო უნივერსიტეტების ლექტორებიც.

„როდესაც სტიპენდიის კრიტერიუმში დაემატა სპორტული აქტივობები, შშმ პირებზე ვინმემ იფიქრა? იქნებ ვერც ჭადრაკს თამაშობს და ვერც ფეხბურთს. ეს ხომ ყველა მხრივ დისკრიმინაციულია.

ამ დროს ლიმიტი დაწესდა კონფერენციების რაოდენობაზე, მაშინ რა უნდა ქნან? ან კარგი, დავუშვათ არსებობს ერთი სტუდენტი, რომელიც არცერთ კრიტერიუმში ჯდება და კარგად სწავლობს და აქვს სამეცნიერო აქტივობები ბევრი, მაგრამ არ ეთვლება, იმიტომ რომ ლიმიტი არსებობს – რა უნდა ქნას? ესეც ხომ დისკრიმინაციულია.

აქვე, შშმ პირებისთვის ცალკე ქულების მინიჭება არის შეურაცხმყოფელი და პოზიტიური დისკრიმინაციის წამახალისებელი“, – წერს ლიანა მარქარიანი, თსუ-ის ლექტორი.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დღეს სტუდენტები აქციას გამართავენ – რას ითხოვენ ახალგაზრდები
Next: რა კომპეტენცია აქვთ ჩინოვნიკებს ბათუმის მერიაში – მიუწვდომელი საჯარო ინფორმაცია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ყაზახეთის 3 მოქალაქე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს

admin Posted on 3 საათის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

admin Posted on 6 დღის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, არიან დაშავებულები

admin Posted on 6 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ყაზახეთის 3 მოქალაქე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ყაზახეთის 3 მოქალაქე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს

Posted on 3 საათის ago 0
სტარტი აიღო აჭარის ასაკობრივმა ჩემპიონატმა კრივში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სტარტი აიღო აჭარის ასაკობრივმა ჩემპიონატმა კრივში

Posted on 3 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago 0
საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

Posted on 1 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 3 დღის ago 0
ყაზახეთის 3 მოქალაქე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ყაზახეთის 3 მოქალაქე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს

Posted on 3 საათის ago 0
სტარტი აიღო აჭარის ასაკობრივმა ჩემპიონატმა კრივში _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

სტარტი აიღო აჭარის ასაკობრივმა ჩემპიონატმა კრივში

Posted on 3 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago 0
საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

Posted on 1 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.