კობა ფარტენაძის პროგნოზით, შაბათ-კვირას, წვიმიანი ამინდი იქნება და ყველა მეტეო პარამეტრი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
მეტეოროლოგის თქმით, რაც შეეხება საქართველოს სხვა ტერიტორიას – უქმე დღეებზე ყველგან, ასევე წვიმაა მოალოდნელი, ზოგან ძლიერი.
“ამინდის მოსალოდნელ ცვლილებას არამდგრადი ჰაერის მასა განსაზღვრავს, რომელიც ინტენსიურად გავრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჰაერის ტემპერატურა ზოგან ნორმაზე ოდნავ დაბალი იქნება,” – განმარტავს მეტეოროლოგი.