
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, როლანდ შავაძემ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დატოვა.
”ამ ეტაპზე “ლელოსთან” ერთად გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას” – განაცხადა ჩვენთან საუბარში როლანდ შავაძემ.
პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ როლანდ შავაძე მათ გუნდს შეუერთდა.
ინფორმაციისთვის: როლანდ შავაძე 2024 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიის მესამე ნომერი იყო.
ცნობისთვის: დღეს მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის თაობაზე გაიმართა დამფუძნებელი ყრილობა, სადაც დამსწრეებს წარუდგინეს ვიდეო-რგოლი, რომელიც მოძრაობის დაფუძნებიდან პარტიად გარდაქმნის პროცესს ასახავდა. ასევე, ყრილობაზე პარტიის წევრებმა დაამტკიცეს წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.
პარტიის თავმჯდომარედ დამფუძნებელი ყრილობის გადაწყვეტილებით, ლევან ცუცქირიძე დაინიშნა.