საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის 2023 წლის მესამე კვარტლის კვლევაში წერია. საქსტატის თქმით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 16.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში წარმოდგენილია სქესობრივი განსხვავებების სტატისტიკა ანაზღაურების მხრივ. როგორც საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა.
ცნობისთვის, სქესობრივი ანაზღაურების დისბალანსი, არც 2023 წელს შეცვლილა. გასული წლების მსგავსად, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 073.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.6 პროცენტით), ასევე მშენებლობის (3 037.0 ლარი, გაიზარდა 31.8 პროცენტით) სექციებში ფიქსირდება.