Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რომელ ქალაქში დაჯარიმდა ყველაზე მეტი მძღოლი გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის

admin Posted on 2 წელი ago
gamonabolqvi_ajaratimes.ge

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის კანონის ამოქმედებიდან დღემდე, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ჯამში, 3 243 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 – ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში.

3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

“აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 – მიკროავტობუსის, 185 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი,  ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Post navigation

Previous: ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც, ავტომანქანების ჩამოყვანის პირობით, მოქალაქეთა თანხებს თაღლითურად დაეუფლა – პროკურატურა
Next: კაცი 13 წლის გოგოს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

admin Posted on 15 საათის ago
xandzari_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

სულხან მესხიძე Posted on 2 კვირის ago
irma megrelidze_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

სულხან მესხიძე Posted on 4 კვირის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 13 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 13 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 15 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 17 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.