Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • რეკლამა

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი GEEF 2025 წარმატებით დასრულდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2025
085a3bf0-7d12-4228-80dc-757ad680aa4a

6-7 ნოემბერს,  ექსპოჯორჯიაში საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი – GEEF 2025 გაიმართა, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და ExpoGeorgia-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიებამ გააერთიანა 400-ზე მეტი მონაწილე – სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში ექსპერტებმა იმსჯელეს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სექტორის განვითარების სტრატეგიებზე, მწვანე ტრანზიციის დაფინანსების ინსტრუმენტებზე, რეგულაციების როლზე, ასევე მზის, ქარის, ჰიდრო და ბიოსაწვავის განვითარებაზე.

GEEF 2025 მიზნად ისახავდა ენერგეტიკული სექტორის მთავარი მონაწილეებისთვის თანამშრომლობის, ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პლატფორმის შექმნას, სადაც განიხილებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ინვესტიციების მოზიდვა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა: „GEEF 2025 გახდა ადგილი, სადაც თავს იყრიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, ინვესტორები და დარგის ლიდერები, რათა ერთად განვსაზღვროთ საქართველოს ენერგეტიკის მომავალი – უფრო მწვანე, უფრო მდგრადი და უფრო უსაფრთხო.“

ფორუმის პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა:

  • განახლებადი ენერგიის რეგულაციები და სექტორის სტრატეგიული განვითარება;
  • მწვანე დაფინანსების ინსტრუმენტები და ინვესტიციების მოზიდვა;
  • მზის ენერგიის ტექნოლოგიური ინოვაციები და შენახვის სისტემები;
  • ქარისა და ჰიდრო რესურსების ოპტიმიზაცია ენერგეტიკული მდგრადობისთვის;
  • ბიოდიზელისა და მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი საქართველოში.

ფორუმთან პარალელურად გაიმართა ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც წარმოადგინეს უახლესი ენერგეტიკული ინოვაციები და მწვანე გადაწყვეტილებები.

GEEF 2025 კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ როლს რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესში და ხაზს უსვამს დარგის მზაობას ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: თელავივიდან ბათუმში მომავალი რეისი აეროპორტში დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

19
  • რეკლამა

„დაიხარჯე – შეივსე“ – პარი სერ-ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი „მთის“ ახალ კამპანიაში

აჭარა თაიმსი აპრილი 6, 2026
Azer
  • რეკლამა

2026 წელი „ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის წლად“ გამოცხადდა!

აჭარა თაიმსი მარტი 29, 2026
IMG_5206
  • რეკლამა

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

აჭარა თაიმსი მარტი 26, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 17, 2026
ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა

აპრილი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 16, 2026
ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 17, 2026
ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა

აპრილი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 16, 2026
ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა tvitdasaqmebulebi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აპრილი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.