საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი, ალბანეთთან 0-1 წააგო, შეხვედრის ერთადერთი გოლი ასლანიმ გაიტანა.
ეს „ჯვაროსნების“ ზედიზედ მეორე მარცხია ერთა ლიგის, B1-ჯგუფში.
პირველი ტაიმი, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი სახიფათო მომენტს ქმნიდა, მაგრამ ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმი, ალბანელებმა კარგად დაიწყეს, 48-ე წუთზე, კონტრშეტევაზე, კრისჯან ასლანიმ, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
„ჯვაროსნები“ დარჩენილი დრო, ანგარიში გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე