
კობა ფარტენაძის პროგნოზით, 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით კვირას – ყველგან იქნება ნალექი. მეტეოროლოგის თქმით, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, რის შედეგადაც ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ზღვაზე ასევე, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 6 ბალი.
“მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების შექმნიდან გამომდინარე, შეშაძლებელია განვითარდეს ნეგატიური პროცესები- მთაში გადაადგილება შეიზღუდება და ზღვამ შესაძლოა დააზიანოს სანაპირო ზოლი. დაბლობსა და ბარში თოვლი ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლებელია იყოს მხოლოდ თოვლჭყაპი. ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები საქართველოს 27 დეკემბერს დატოვებს,” – ამბობს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და პოსტის ბმულის მითითება. მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება, ასევე, პატივი ეცით სხვის შრომას.