ბათუმში, უსახლკარო ადამიანებს ის შენობა დაატოვებინეს, რომელიც თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული. მეტაქსას ქუჩაზე ორ სართულიან მიტოვებულ უფუნქციო შენობაში 20-მდე ოჯახი იყო შეჭრილი.
მათი თქმით, წასასვლელი არსად ჰქონდათ, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. უსახლკაროებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იმყოფებოდნენ. უსახლკაროებმა გასაუბრების შემდეგ შენობა იმ იმედით დატოვეს, რომ ხელისუფლება მათ საჭიროებებს შეისწავლის.



