Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-ads.png
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა

სულხან მესხიძე Posted on 6 თვის ago
_AJARATIMES.GE

უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები ხმაურისა და კამათის ფონზე შეაჯამა. სხდომის პარალელურად შენობასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და რიგით მოქალაქეების აქცია მიმდინარეობდა.

მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაყალბდა და მონაცემები ხალხის ნებას არ ასახავს. შეკრებილებმა ხმის ფარულობის დარღვევის შესახებაც ისაუბრეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

სხდომაზე უსკოს ოთხი წევრი დღის წესრიგში ცვლილების შეტანას ითხოვდა. კერძოდ, ისინი ვერიფიკაციის აპარატის გახსნასა და ინფორმაციის გადამოწმებას, ასევე, დაწერილი საჩივრების ხელახლა განხილვას ითხოვნდნენ.

“არსებობს კითხვები და ჩვენ მარტივად შეგვიძლია გადავამოწმოთ. ამოვიღოთ ვერიფიკაციის აპარატიდან ის მონაცემები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავარკვიოთ იყო თუ არა კონკრეტული ამომრჩეველი კონკრეტულ უბანზე მისული,” – თქვა სხდომის მიმდინარეობისას ზურა გოლიაძემ. 

“ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული, აქედან გამომდინარე ვიხელმძღვანელოთ არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად შედეგები და გაბათილებულად გამოვაცხადოთ შედეგები. დავნიშნოდ ხელახალი არჩევნები,” – თქვა სხდომაზე სულხან ტაკიძემ.

“ვეთანხმები კოლეგების მოსაზრებებს. მე ვერ დავუჭერ მხარს მოპარული არჩევნების აღიარებას. ხმის მიცემის ფარულობა ყველგან დარღვეული იყო,” – განაცხადა ივანე ფირცხალაიშვილმა.

“არჩევანის ფარულობა არ იყო დაცული, უამრავი საჩივარი დაიწერა, რასაც არ მოჰყვა რეაგირება. ზოგიერთ ბიულეტენზე 41 ნომრის გასწვრივ კალმით იყო წერტილები დასმული. უამრავი დარღვევა იყო, რაც მე მიწერია დოკუმენტში და დავურთავ სხდომის ოქმს,” – თქვა კახა ჯაიანმა, რომელსაც უსკოს თავმჯდომარესთან მთელი სხდომის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა.

უსკოს წევრების ეს მოთხოვნები თავმჯდომარემ არ გაიზიარა, შესაბამისად დღის წესრიგი უცვლელად დარჩა. შედეგების შეჯამების შემდეგ კი პარმენ ჯალაღონიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

“უსკო საკუთარ სხდომებზე აჯამებს არჩევნების შედეგებს თუ კი დამთავრებულია სასამართლო და საოლქო სხდომები კონკრეტულ დავებზე. უმაღლეს საარჩევნო კომისიას კანონდებლობით სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია,” – განაცხადა სხდომის დასრულებისას პარმენ ჯალაღონიამ.

უსკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა არჩევნების შედეგებისა და გაყალბების შესახებ მოსაზრების დაფიქსირება სთხოვეს, მათ შორის რას ფიქრობდა ის ყოფილი სამსახურის (საიას) საჩივრებზე – კითხვები პარმენ ჯალაღონიამ უპასუხოდ დატოვა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=0nT5epvsifI[/embedyt]

ინფორმაციისთვის: უსკოს მონაცემების თანახმად, 5%-იანი ბარიერი გადალახა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა:

  • “კოალიცია ცვლილებებისათვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 1 მანდატი;
  • “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”- 4 მანდატი;
  • “ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”- 1 მანდატი;
  • “გახარია საქართველოსთვის”- 2 მანდატი;
  • “ქართული ოცნება”-13 მანდატი.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!

Continue Reading

Previous: ფრენბურთის კლუბ ბათუმის მორიგი გამარჯვება
Next: სარფში 4 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gia chkonia_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

“ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

admin Posted on 1 თვის ago
euto.odiri_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

რა წერია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში – მთავარი მიგნებები მოკლედ

admin Posted on 5 თვის ago
prezidentis administracia_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

როგორ ჩატარდება 2024 წლის პრეზიდენტის არჩევნები – რას ამბობენ ცესკოში

admin Posted on 6 თვის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს – საია lgbt_AJARATIMES.GE

„ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს – საია

Posted on 4 საათის ago
სარფის საბაჟოზე 358 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE

სარფის საბაჟოზე 358 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

Posted on 6 საათის ago
დინამო ბათუმმა მე-15 ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE

დინამო ბათუმმა მე-15 ტურის მატჩი წააგო

Posted on 7 საათის ago
აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში დაიწყო _AJARATIMES.GE

აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში დაიწყო

Posted on 7 საათის ago
ფიჭვნარში სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ fichvnari_AJARATIMES.GE

ფიჭვნარში სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

Posted on 22 საათის ago
“ს/კ გონიომ” “დინამო თბილისი 2”-თან მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE

“ს/კ გონიომ” “დინამო თბილისი 2”-თან მატჩი მოიგო

Posted on 1 დღის ago
„ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს – საია lgbt_AJARATIMES.GE 1

„ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს – საია

Posted on 4 საათის ago
სარფის საბაჟოზე 358 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 2

სარფის საბაჟოზე 358 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

Posted on 6 საათის ago
დინამო ბათუმმა მე-15 ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3

დინამო ბათუმმა მე-15 ტურის მატჩი წააგო

Posted on 7 საათის ago
აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში დაიწყო _AJARATIMES.GE 4

აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში დაიწყო

Posted on 7 საათის ago
ფიჭვნარში სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ fichvnari_AJARATIMES.GE 5

ფიჭვნარში სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

მაისი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.