ბათუმში, დღეს, 19:00 საათზე მოქალაქეების აქციაა ჩანიშნული. “უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე” – ევროპის მოედანზე შეკრებილები ევროკავშირის მიერ კანდიდატი სტატუსის მონიჭებას აღნიშნავენ.
“დიდი ქართველი მოაზროვნეები – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვები – მუდამ ოცნებობდნენ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე. არაერთი თაობის ბრძოლის მიზანი იყო და არის სწორედ საქართველოს ბუნებრივ, მშობლიურ გარემოში დაბრუნება. დღეს ამ მიზანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
19:00 საათზე ერთად შევიკრიბოთ (დროშებით 🇬🇪 🇪🇺) ევროპის მოედანზე და სიხარულით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან, ბელარუსებთან და მოლდოველებთან ერთად,” – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.