Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია აჭარაში

აჭარა თაიმსი აპრილი 5, 2024
policia

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

უწყების თქმით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიღეს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 უკვე დააკავეს.

“გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ.

გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან დაკავებულ იქნა ხუთი პირი.

დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

Post navigation

Previous: 85 მომხრე და 22 წინააღმდეგი – სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა
Next: მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.