Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

სულხან მესხიძე 29/10/2025
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. მას „ქართული ოცნების“ ქობულეთის მაჟორიტარი და პარტიის სიის მეორე ნომერი – იოსებ (სოსო) ჟღენტი ჩაანაცვლებს.

„არ მცალია და გადმოგირეკავთ,“ – გვითხრა კითხვის მოსმენის შემდეგ იოსებ ჟღენტმა, რომელმაც ჩვენს განმეორებით ზარებს აღარ უპასუხა.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, იოსებ ჟღენტი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ნათესავია.

30 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეწყდება.

პირველ სხდომაზე ახალ თავმჯდომარესა და  მოადგილეებს აირჩევენ. „ქართული ოცნების“ ახალ საკრებულოში, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა, სულ 37 წევრია, მათგან 15 წევრი პროპორციული სიითშევიდა.

ინფორმაციისთვის: დავით მჭედლიშვილის ქონებრივი დეკლარაციის ანალიზმა აჩვენა შესაძლო შეუსაბამობები მის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასა და დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს შორის.

ღია წყაროების მიხედვით, მჭედლიშვილის ოჯახის წევრები ფლობენ ქობულეთში მდებარე სასტუმროსა და სხვა კომერციულ ობიექტებს, რომელთა ნაწილი დეკლარაციაში სრულად არ იყო ასახული. კერძოდ, საუბარია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „სიშელზე“, რომლის ნაწილი შვილის სახელზეა გაფორმებული.

დეკლარაციის მიხედვით, მჭედლიშვილს და მის ოჯახს მნიშვნელოვანი უძრავი ქონება აქვთ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთ-ერთ კვლევაში მიუთითა იმაზე, რომ მშენებლობისა და საკუთრების მოცულობები დეკლარაციაში სრულად არ აისახა.

საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს ისიც, რომ აღნიშნული ობიექტები აშენდა იმ პერიოდში, როცა მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით მჭედლიშვილმა სასტუმრო „სიშელი“ 2016-2018 წლებში ნებართვის გარეშე ააშენა. მშენებლობის პერიოდში ქობულეთის მერიის შესაბამის უწყებებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, არც დადგენილი დარღვევა, არც ჯარიმა.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuletis meria_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

სულხან მესხიძე 08/11/2025
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

admin 27/10/2025
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

admin 23/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

11/11/2025
ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა

11/11/2025
„ფ/კ ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფ/კ ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს

11/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

10/11/2025
საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი GEEF 2025 წარმატებით დასრულდა 085a3bf0-7d12-4228-80dc-757ad680aa4a
  • რეკლამა

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი GEEF 2025 წარმატებით დასრულდა

10/11/2025
თელავივიდან ბათუმში მომავალი რეისი აეროპორტში დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თელავივიდან ბათუმში მომავალი რეისი აეროპორტში დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს

10/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

11/11/2025
ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა

11/11/2025
„ფ/კ ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„ფ/კ ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობს

11/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

10/11/2025
საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი GEEF 2025 წარმატებით დასრულდა 085a3bf0-7d12-4228-80dc-757ad680aa4a 5
  • რეკლამა

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი GEEF 2025 წარმატებით დასრულდა

10/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.