ქედის მუნიციპალიტეტი „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა‘‘ კონკურსის გამარჯვებულია, ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც უწყება იტყობინება კონკურსის გამარჯვებული კოლეჯ ,,ბლექსის“ მიერ წარდგენილი პროექტი გახდა, რომელიც ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით განხორციელდა.
კონკურსის ფარგლებში 2022 წელს ნომინაციაში „წლის საუკეთესო რეგიონული მხარდამჭერი“ გაიმარჯვა რუსთავის მუნიციპალიტეტმა, შესაბამისად, წელს დაგეგმილი ღონისძიება ქალაქ რუსთავში გაიმართა.
“წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ – კონკურსი პირველად 2022 წელს ჩატარდა და მისი მიზანი სხვადასხვა რეგიონში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მათი სამომავლო პარტნიორობის წახალისებაა.