
ქობულეთში, დღეს დაგეგმილი გამოსახლების პროცესი გადაიდო. თამარ მეფის სანაპიროზე ოჯახის მხარდასაჭერად ხალხი იყო შეკრები, თუმცა ტერიტორიაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები არ მისულან, არადა ბეჟანიძეებს შეატყობინეს, რომ გამოსახლება 5 მარტს იყო ჩანიშნული.
“ის რომ გამოსახლების პროცესი გადაიდო მისასალმებელია, თუმცა ეს მარტო ხალხის გამარჯვებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ეს პროცესი რა თქმა უნდა არჩევნებთანაა დაკავშირებული. წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება პროტესტს თავს არიდებს. საბოლოო ჯამში კი, პრობლემა არ გვარდება. ჩვენ ყოველ ჯერზე საკითხის კომპლექსურად შესწავლას ვითოვთ. კერძოდ, დანაპირები უნდა შესრულდეს, რომელსაც ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე დებდა, დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხხები, სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ,” – განაცხადა აქციაზე უფლებამდაცველმა თამაზ ბაკურიძემ.
ინფორმაციისთვის: ბეჟანიძეებმა წლების წინ სეზონური სესხის გადახდა და საბანკო ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს, რის გამოც ბანკმა სახლი აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. სახლს მეპატრონე რამდენჯერმე შეეცვალა. ბეჟანიძეები მზად არიან საკუთარი სახლის სანაცვლოდ, 150 000 დოლარი გადაიხადონ, რასაც ამჟამინდელი მეპატრონე არ თანხმდება და ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.