შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
გარდა ამისა, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის განკუთვნილი მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

