“სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ცნობით, 10 ივლისს, ბათუმის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეზღუდვა 11-დან 17 საათამდეა დაგეგმილი.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი შეწყდება:
- ოსტროვსკის ქუჩა – N45-დან N53-ის ჩათვლით;
- ვაჟა-ფშაველას ქუჩა – N119-დან N123-ის ჩათვლით;
- გურამიშვილის ქუჩის N48-ს;
- ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევსა და ოსტროვსკის მეორე შესახვევში მცხოვრებ 30 აბონენტს;
- ახალშენში N19-დან N25-ის ჩათვლით მცხოვრებ აბონენტებს;
- ურეხის დასახლებაში N19-დან N22-ის ჩათვლით;
- ფერიას დასახლებასა და თაბუკაშვილის ქუჩა N17-ში მცხოვრებ 95 აბონენტს.