საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7236 ლარი ეღირება, ევრო – 3.0431 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6145 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7136 ლარი ღირდა, ევრო – 3.0211 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5868 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 სექტემბერს ამოქმედდება.