Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ძმა ძმისთვის: ინტერესთა კონფლიქტი ბსუ-ის რექტორის არჩევნებში

სულხან მესხიძე 19/01/2025
_AJARATIMES.GE

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის საკითხმა ყურადღება მიიპყრო.

ერთ-ერთი კანდიდატის, ტიტე აროშიძის, მხარდამჭერად ითვლება მისი ძმა, რომელიც თავად არის აკადემიური საბჭოს წევრი და მონაწილეობს ახალი რექტორის არჩევის პროცესში.

საკითხთან დაკავშირებით „აჭარა თაიმსმა“ ბსუ-ს მიმართა. უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ დებულების თანახმად,აკადემიური საბჭოს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში აცილების ვალდებულება არ გააჩნია.

ტიტე აროშიძე, რომელიც ცნობილია, როგორც არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი, საზოგადოების ნაწილის აზრით, უნივერსიტეტის მომდევნო რექტორი შესაძლოა უკვე წინასწარ განსაზღვრული იყოს. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ აროშიძის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში მას უკვე რექტორად მოიხსენიებენ.

რექტორის არჩევნებში მონაწილეობას იღებს მეორე კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძეც. გუჩმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება კანდიდატურის მოხსნის მიზნით.

მისი თქმით, გარკვეული პირები მას უჩვეულო „რჩევებს“ აძლევენ, თუმცა ამგვარი მეთოდების მიუხედავად, იგი არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

გუჩმანიძის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფაა.

ცნობისთვის: კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა 21 იანვარს, 14:00 საათზე, ხოლო ფარული კენჭისყრაც იმავე დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

რექტორის არჩევისთვის აუცილებელია აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა. კანდიდატმა რექტორად დანიშვნისთვის უნდა მოიპოვოს მინიმუმ 6 ხმა.

ინფორმაციისთვის: ბსუ-ის მოქმედი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ასევე, “ქართული ოცნების” დეპუტატი ტიტე აროშიძე, რუსული კანონისა და ანტიდასავლური კამპანიის მხარდამჭერები არიან.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: კადრების გასაჯაროვების მოთხოვნა – აქცია სასტუმრო “შერატონში” 
Next: ბათუმში, ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სულხან მესხიძე 07/11/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

admin 07/11/2025
levan lazariashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

06/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 2
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.