Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა 2 000 ლარიდან იწყება

აჭარა თაიმსი დეკემბერი 15, 2025
nazvis xe_AJARATIMES.GE

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წლის დღესასწაულზე ხელოვნური ნაძვის ხეები გამოიყენონ და თავი შეიკავონ ბუნებაში წიწვოვანი მცენარეების დაზიანებისა და განადგურებისგან.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, კახა ცერცვაძის განცხადებით, წიწვოვანი მცენარეების უკანონოდ მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე ჯარიმა 2 000 ლარით განისაზღვრება, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. პარალელურად დაითვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანიც.

მისივე თქმით, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1 000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. დიდი ოდენობით წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვების შემთხვევაში, როცა ზიანი 3 000 ლარს აღემატება, სასჯელი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში და საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციისას სავალდებულოა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ხე-მცენარის კანონიერ ფლობას ადასტურებს.

თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მისი ტრანსპორტირებისათვის აუცილებელია ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

Post navigation

Previous: განახლებადი ენერგოწყაროების მიმართულებით აქტიურ კომპანიებს მიეცემა შანსი, განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც ფინანსური ბარიერის გამო იყო გაჩერებული – მაია მელიქიძე
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.