
ხელვაჩაურში რამდენიმე ადგილზე მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა, შედეგად დაზიანდა გაზისა და სასმელი წყლის მილები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
“პროცესში ჩართულია მუნიციპალური კომუნალური სამსახურისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები,”- აცხადებენ უწყებაში.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!