ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა. შემთხვევა სოფელ საციხურში მოხდა.
ადგილობრივთა თქმით, ძლიერი ხანძრის გამო, შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მუსლიმური სამლოცველო ხის იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.