
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარებისასოციაციამ“ (GREDA) 2022 წელს მოამზადაკანონპროექტი, რომლის მიხედვით, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდება.
კანონპროექტი შინაარსიდიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა დაენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების გადასახადის ადგილობრივ თემებში გადანაწილება შეიძლება იყოს.
“GREDA-ს საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანია, რომ განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ნაწილი დარჩეს იმ თემებში, სადაც განახლებადი ენერგიის ობიექტები ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ მიიღებს ფინანსურ სარგებელს იმ პროექტებიდან, რომლებიც მათ გარემოში ხორციელდება. პრაქტიკულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ ენერგო პროექტების პარალელურად განვითარდეს ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები და ახალი შესაძლებლობები თემებისთვის”.– აცხადებს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
მაია მელიქიძე ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული მექანიზმით ადგილობრივ ბიუჯეტში აკუმულირებული თანხები შესაძლოა მოხმარდეს სხვადასხვა სოციალურ გამოწვევას, მათ შორის, განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„ადგილობრივ თემში დაბრუნებული ეს ფინანსებიშესაძლოა მოხმარდეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა: გზებისა და წყლის სისტემების მოწესრიგება, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სპორტული დაკულტურული სივრცეების განვითარება, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვის პროექტების განხორციელება. მსგავსი სახის პროექტების განხორციელება კი პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და მათ სოციალურ კეთილდღეობაზე“.– ამბობს მაია მელიქიძე
კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ენერგეტიკულ პროექტებს უკავშირდება ინფორმაციულ ვაკუუმს გულისხმობს მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის, რომლისნეგატიური გამოცდილებაც წლების განმავლობაში გვქონდა. მაია მელიქიძის თქმით, აღნიშნული მექანიზმი მოცემული ინფორმაციული ხარვეზების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
„დარწმუნებული ვარ, კანონპროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ინფორმაციული ხარვეზის შემცირებისკენ. როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გარანტია, რომ მათი თემისთვის კონკრეტული ფინანსური სარგებელი დარჩება, ინვესტორებთან კომუნიკაცია უფრო გამჭვირვალე და კონსტრუქციული გახდება.რაც თავისთავად, გაძლიერებს მოსახლეობის ნდობასდა შექმნის ხელსაყრელ გარემოს ენერგოოპროექტებისთვის“.– განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე