Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • უცხოეთი

აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი „მარინერა“ დააკავა – ეკიპაჟში საქართველოს ექვსი მოქალაქეა

admin Posted on 2 თვის ago
mezgvauri, zgva_AJARATIMES.GE

ღია წყაროებზე დაყრდნობით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის სამხედროებმა ატლანტის ოკეანეში დააკავეს ტანკერი „მარინერა“, რომლის ეკიპაჟშიც სულ 28 მეზღვაური იმყოფება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის არიან საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ცნობით, გემის კაპიტანია. ეკიპაჟში ასევე შედიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ტანკერის დაკავება უკავშირდება ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

ცნობილია, რომ ტანკერი „მარინერა“ რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა. გემი წარსულში „ბელა 1“-ის სახელით იყო ცნობილი და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქცირებულ სიაში ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო ფიგურირებს.

არსებული ინფორმაციით, ტანკერი „ბელა 1“, რომელიც იმ პერიოდში გაიანას დროშის ქვეშ იმყოფებოდა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს შევიდა კარიბის ზღვაში. აშშ-ის სანაპირო დაცვამ გემის გაჩერება და დათვალიერება მოითხოვა, თუმცა ეკიპაჟმა მოთხოვნას არ დაემორჩილა და ატლანტის ოკეანის მიმართულებით გააგრძელა სვლა, რის შემდეგაც მას რამდენიმე ამერიკული ხომალდი დაედევნა.

30 დეკემბერს გემმა პანამის დროშა რუსულით შეცვალა და რუსეთის საზღვაო რეესტრში „მარინერას“ სახელით დარეგისტრირდა. ამის შემდეგ, 31 დეკემბერს, რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და გემის დევნის შეწყვეტა მოითხოვა. პარალელურად, ტანკერის მიმართულებით რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი გაიგზავნა.

მიუხედავად ამისა, 7 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ტანკერი მაინც დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბელა 1“-ის ბორტზე ვერტმფრენიდან ამერიკული მედესანტეები გადასხდნენ. უცხოური მედიის ცნობით, რუსული სამხედრო გემები ტანკერის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, თუმცა ვითარებაში არ ჩარეულან.

ამასთან, აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლის ბრალდებებს წარუდგენენ.

Post navigation

Previous: ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი 2005 წელს დაბადებული პირი ბათუმში დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 09 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სამსუნი-სარფის რკინიგზა საინვესტიციო პროგრამაში შევიდა

admin Posted on 2 კვირის ago
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქრთამის აღების სქემა სარფის საბაჟოზე – თურქეთში 600 მილიონის ღირებულების ავტომობილები ამოიღეს

admin Posted on 3 კვირის ago
qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

გრანტი როგორც დანაშაული – „ქართული ოცნება“ უცხოურ დაფინანსებასა და ლობიზმს 6 წლამდე პატიმრობით სჯის

admin Posted on 1 თვის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს

Posted on 12 საათის ago
რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

Posted on 19 საათის ago
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

Posted on 20 საათის ago
ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

Posted on 22 საათის ago
ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი

Posted on 22 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს _AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს

Posted on 12 საათის ago
რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

Posted on 19 საათის ago
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

Posted on 20 საათის ago
ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა xandzari_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

Posted on 22 საათის ago
ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.