
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში ცოცხლად დაიბადა 17 719 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 22 718 ადამიანი. შედეგად, ბუნებრივი მატება საქართველოში მინუს 4 999 კაცით განისაზღვრა.
მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით უარყოფითი მაჩვენებლისა, ბუნებრივი მატება მხოლოდ ორ რეგიონში დაფიქსირდა – თბილისში (+406) და აჭარაში (+296). ეს ნიშნავს, რომ აჭარაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაბადებულთა რიცხვმა გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა.
ასევე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ასევე დარეგისტრირდა 9 925 ქორწინება და 6 456 განქორწინება.