Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება რისკებთან ერთად, ქალაქის გამოწვევებსაც გაზრდის – მოძრაობა

სულხან მესხიძე თებერვალი 5, 2024
xelovnuri kundzuli_ajaratimes.ge

მოძრაობა “ბათუმის თავისუფლების მოედნის” წევრები ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება, რისკებთან ერთად ქალაქის გამოწვევებსაც გაზრდის. ისინი სპეციალისტებსა და თემით დაინტერესებულ ჯგუფებს შეხვდნენ, რის შედეგადაც რეკომენდაციების დოკუმენტი მოამზადეს. მოსაზრებები, როგორც თავად ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნება.

მათი თქმით, სპეციალისტებმა განმარტეს, რომ  გზშ-ს დოკუმენტი ბევრ კითხვას ვერ სცემს პასუხს, ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარებული კვლევის შედეგებს, წინააღმდეგობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს. ასეთი მიდგომა პროექტის არეალში კიდევ უფრო ზრდის რისკებს ეკოლოგიური, ურბანული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით.

“პროექტის არეალი ნავთობით ისტორიული დაბინძურების ადგილია, რაც აჩენს გრუნტებიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვის რისკს. გზშ-ს ანგარიში კი ამ მიმართულებით დეტალურ კვლევას (რუკებს, სქემებს, ქიმიურ შემადგენლობას და სხვა) არ მოიცავს. ნავთობპროდუქტების მცირედით გაჟონვაც კი, სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფას გამოიწვევს მთელი სანაპირო ზოლისთვის.

ასევე, რიგი საკითხების გაუთვალისწინებლობა – მაგალითად, ზღვის მიკროფლორის სათანადო შესწავლა, წყლის ფეკალური მასებით დაბინძურების ანალიზი, იქვე ჩამდინარე მდინარეების ფაქტორის უგულებელყოფა და სხვა, – გააჩენს პრობლემებს როგორც პროექტის არეალში, მთლიანად ბათუმის უბეშიც, იმოქმედებს პლაჟების მოწყობასა და ზღვის წყლის ხარისხზე, რისკის ქვეშ დააყენებს სხვადასხვა სახეობების არსებობას. გარდა ამისა, ამ მასშტაბის პროექტის ქვა-ღორღით მომარაგება აჭარის მაღალმთიანი ლოკაციებიდან, ქედიდან და ქობულეთიდან, შემაშფოთებელია და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის,”- წერია მოძრაობის მიმართვაში. 

გასათვალისწინებელია ურბანული და ეკონომიკური საფრთხეებიც:

  • პროექტის გავლენის საზღვრები სცდება საპროექტო საზღვრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ანგარიში მოიცავდეს კვლევებს იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს პროექტი მთლიანად ქალაქზე, ადგილობრივ ეკონომიკურ სექტორებზე და მისი სარგებლიანობა ამ კუთხით იქნას განხილული.
  • ბათუმის ერთ-ერთი გამოწვევა ერთ დარგზე დამოკიდებულება – მონოფუნქციურობაა, რომლის დასაძლევადაც საჭიროა ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაა. აღნიშნული პროექტი კი პირიქით, ქალაქის ისევ მონოფუნქციურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ტურიზმზე მიბმული პროექტი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ჩაითვლება მომგებიანად.
  • გზშ-ში მოხსენიებული სხვა ქვეყნების ანალოგიები ძირითადად საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას შეეხება. ხელოვნური კუნძულის პროექტი კი პირიქით – პორტის გაფართოებისთვის ხელისშემშლელიც შეიძლება იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შედარება და დაპირისპირება პორტის გაფართოების პერსპექტივასთან.
  • რისკების ანალიზისას მნიშვნელოვანია, კომპანიამ წარმოადგინოს – როგორ დააზღვევს პროექტს წარუმატებლობისაგან და ქალაქის შესასვლელში არ გააჩენს “მკვდარ უბანს”. ამასთანავე, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი და ხარჯების გამწევი.
  • ქალაქი 2020 წლიდან ამუშავებს გენერალურ გეგმას, რომელიც წელს უნდა დამტკიცდეს. ამ დროს კი ქალაქში ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება სრულიად შეცვლის ქალაქის განვითარების კონცეფციას და აზრს მოკლებულს ხდის გენერალური გეგმის მუშაობას. გენერალური გეგმის მომზადებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

“ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გარდა, პროექტს აქვს საჯაროობის პრობლემაც. შეფასების დოკუმენტებიდან ჩანს, რომ არ ჩატარებულა არც მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია და არც კვალიფიციური კვლევა მოსახლეობის დამოკიდებულებების, განწყობების, მოლოდინების შესასწავლად და გასაანალიზებლად. ასეთი მასშტაბური პროექტის შეფასების ანგარიში კი მსგავს კომპონენტს აუცილებლად უნდა მოიცავდეს.

გარდა ამისა, 12 იანვარს მერიაში გამართული შეხვედრაც ვერ აკმაყოფილებდა საჯაროობის პრინციპს, არ მომხდარა დაინტერესებული მხარეების სათანადო ინფორმირება, შეხვედრის თარიღიც არ შერჩეულა მოქალაქეების მაღალი მონაწილეობისთვის საუკეთესო დროს. ამ ფაქტორებმა განხილვა ფორმალური და სრულიად უშედეგო გახადა, რაც არის არგუმენტი გზშ-ს საჯარო განხილვის ხელახლა მოსაწყობად,”- ამბობენ მიმართვის ავტორები.

“ბათუმის თავისუფლების მოედნის” წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და მედიას რისკების შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდეს. აღნიშნეს, რომ რეკომენდაციების გაგზავნის პარალელურად, ისინი ბრძოლას სამართლებრივი გზითაც აპირებენ. იგეგმება საინფორმაციო კამპანიის წარმართვაც. 

“პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ზღვის აკვატორიაში დაგეგმილი პროექტის განხორციელება ქალაქთან არ უნდა იყოს კავშირში, რადგან სხვა საკადასტრო კოდზეა. რაც არ უნდა ამტკიცონ ქალაქზე შემხებლობა და გავლენის მოხდენა გარდაუვალია, ამაზე ბევრი ასპექტიც მეტყველებს, ” – ამბობს თაკო მამეიშვილი.

“გზშ-დან ჩანს რომ ეს პროექტი ძალიან დააზარალებს ქალაქს, მისი რესურსები არ ეყოფა იმას, რომ ამ მასშტაბის დასახლებას მოემსახუროს. ცხადია, კომუნალური მომსახურება და ინფრასტრქუტურა ქალაქს მძიმედ დააწვება. ვიცით, რომ დღეს არსებული რესურსებიც არაა საკმარისი და ამ დროს ჩნდება ამხელა სივრცე, არავის აქვს ნაფიქრი საიდან მოხდება ამ კუნძულის უზრუნველყოფა. არჩევანის არსებობის შემთხვევაში, ისედაც ცხადია ელიტარული უბანი იქნება ყველაფრით დაკმაყოფილებული, ხალხი კი არა, ” – განაცხადა ბრიფინგზე ირმა ზოიძემ.

“ჩვენ შევხდით ექსპერტებს და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, ძალიან საყურადღებოა მათი ნათქვამი. ჩვენ ასევე, ვაპირებთ პროცესში ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები. კატასტროფა, რაც შეიძლება შავი ზღვის აკვატორიაში მოხდეს და რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ, ეს მხოლოდ ბათუმს არ შეეხება. პროექტი გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ბევრ ისეთ დარღვევას შეიცავს, რაც საყურადღებოა,”- აღნიშნა აზა გაბუნიამ.

“გზშ-დან ირკვევა, რომ ყველაფერი ზედაპირულია. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროექტის განხილვის პროცესში მოსახლეობის მაღალი ჩართულობა იყოს, რაც ამ ეტაპზე არაა. მათ შორის, არაა გამოკვლეული ე.წ. ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლების აზრი, ” – თქვა ნათია ხარატმა.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ოპოზიციაც ეწინააღმდეგება. ისინი სამომავლო რისკებზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან მეტ კონკრეტიკას, ასევე, პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ითხოვენ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატები პროექტში კორუფციის ნიშნებსაც ხედავენ.

 

ინფორმაციისთვის: ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ავტორი “ამბასადორი ჯგუფია”. აღნიშნულმა კომპანიამ მასშტაბური აქციებისა და სპეციალისტების უარყოფითი ექსპერტული დასკვნების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობა ააშენა.

კომპანია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

Post navigation

Previous: ბათუმში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე – სუს
Next: ინფლუენსერების საქმიანობას სავარაუდოდ, კანონი დაარეგულირებს – რა ვალდებულებების შემუშავებაზე ფიქრობს კონკურენციის სააგენტო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 29, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026
Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 29, 2026
სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 29, 2026
60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა inga bagrationi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა

აგვისტო 28, 2026
ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს

აგვისტო 28, 2026
ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

აგვისტო 28, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 29, 2026
სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 29, 2026
60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა inga bagrationi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა

აგვისტო 28, 2026
ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს

აგვისტო 28, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.