„კალათბურთის კლუბმა ბათუმმა“ საქართველოს სუპერლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „ორბს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 71:103 დაამარცხა. „ბათუმმა“ ოთხიდან სამ მეოთხედში დამაჯერებელი უპირატესობით იჩინა ძალა: 28:16; 16:34; 15:21; 12:27.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „ბათუმის“ კალათბურთელი დვალიშვილი დასახელდა. მის ანგარიშზეა 20 ქულა, 13 მოხსნა და 4 ასისტი. „ორბის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ლონდარიძე იყო — მან 17 ქულა და 4 ასისტი დააგროვა.
„ორბისა“ და „კ/კ ბათუმის“ შეხვედრა 14 ნოემბერს ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა. მომდევნო თამაშს „ბათუმი“ 7 დეკემბერს „რუსთავის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



