
თბილისში გამართულ ქვიშის ფრენბურთის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, გუნდმა „ბათუმმა“ მეორე ადგილი დაიკავა. ფინალურ შეხვედრაში ბათუმელები „ყვარელს“ დაუპირისპირდნენ, თუმცა მეტოქესთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ტურნირის გამარჯვებული მამაკაცთა შორის „ყვარელი“ გახდა, ხოლო ქალთა ჩემპიონატში ტიტული „ჯიკოს“ ხვდა წილად.
ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის გუნდები მონაწილეობდნენ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე