ბათუმში საერთაშორისო ნარკოტრეფიკის უმსხვილესი შემთხვევა გამოავლინეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის საერთო წონაა 298 კილოგრამი, ხოლო ე.წ. შავ ბაზარზე მისი ღირებულება დაახლოებით 85 მილიონ ლარს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი – საქართველოს მოქალაქე.
გამოძიების მტკიცებით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად ცეცხლგამძლე აგურით იყო დატვირთული, საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში გამგზავრებას აპირებდა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სატვირთოს მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, ცეცხლგამძლე აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს. კონტეინერებში ფარულად მოთავსებული იყო სწორედ 298 კილოგრამი ჰეროინი.
საერთაშორისო მასშტაბის ნარკოტრეფიკის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გენერალურ პროკურატურისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი, კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.
სამართალდამცველთა განცხადებით, აქტიურად გრძელდება გამოძიება, რომლის მიზანია აღნიშნულ ნარკოტრეფიკაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ გა



