
ბათუმში გაიმართა ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ფესტივალი „Batumi 2025“, რომელიც 22-24 აგვისტოს „ბათუმის ქვიშის არენაზე“ ჩატარდა. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ორი – საზღვარგარეთიდან.
ფესტივალის გამარჯვებული ადგილობრივი კლუბი „ბსც ბათუმი“ გახდა. მეორე ადგილზე კვიპროსული „პაფოსი“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ბათუმმა“ დაიკავა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად „ბსც ბათუმის“ მოთამაშე ხვიჩა მახარაძე დასახელდა. ასევე გაიცცა პერსონალური ჯილდოები: საუკეთესო გოლი – გიორგი ლორია („ბათუმი“), საუკეთესო თავდამსხმელი – ზურაბ შამილაძე („ბსც ბათუმი“), Fair Play Award – რომან პაჩევი („პაფოსი“, კვიპროსი), საუკეთესო მეკარე – პაბლო ლოპესი („პაფოსი“, კვიპროსი).
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე