შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული არის 2003 წელს დაბადებული ბ.ე., რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ბ.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამ ეტაპზე მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.



