
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, კრიმინალური პოლიციის ავტომანქანა მაღაზიაში შევარდა.
თვითმხილველების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ავტომობილით მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და შუქნიშანზე წითელი მანიშნებლის მიუხედავად გაიარა, რის შედეგადაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების ძალამ პოლიციის მანქანა ტროტუარზე გადააგდო და კომერციული ობიექტის შუშის ვიტრინა დააზიანა.
შსს-ში განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს, არავინ დაშავებულა.