
ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდულმა მსოფლიო თასმა „ბათუმი 2025“. ტურნირში მონაწილეობს 20 ქვეყნის 166 სპორტსმენი, მათ შორის 35 ქართველი წარმომადგენელი. შეჯიბრებაში 11-დან 19 წლამდე ასაკის ჩოგბურთელები ასპარეზობენ.
„ბათუმი 2025“ 18 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე