
ბათუმში მიმდინარეობს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი-2025“, რომელშიც მონაწილეობას 100-ზე მეტი ახალგაზრდა მოჭადრაკე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს.
ტურნირი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება: 8, 10 და 12 წლამდე ღია კატეგორია, ასევე 20 წლამდე ღია კატეგორია, სადაც ფიდეს რეიტინგი ითვლება. შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად იმართება.
ფესტივალი 19 აგვისტოს გაიხსნა და 25 აგვისტომდე გაგრძელდება. თამაშები მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე