
ბათუმში სტარტი აიღო ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ფესტივალმა „ბათუმი-2025“, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობს. მათ შორის ერთი გუნდი იტალიიდან („მარე დი რომა“) და ერთი — კვიპროსიდან („პაფოსი“).
მონაწილეები ორ ჯგუფად არიან დაყოფილი:
-
A ჯგუფი: „პაფოსი“, „იმპულსი ბათუმი“, „ქუთაისი“
-
B ჯგუფი: „ბსც ბათუმი“, „მარე დი რომა“, „ბათუმი“
ტურნირი 22 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტომდე გაგრძელდება. შეხვედრები „ბათუმის ქვიშის არენაზე“ იმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე