შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.
დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით იძებნებოდნენ, მათ შორის: თავისუფლების აღკვეთა, ძარცვა, განზრახ მკვლელობა, უკანონოდ იარაღის ტარება, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, მუქარა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ნარკოდანაშაული და დოკუმენტების გაყალბება.
დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.



