Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, GREDA-მ ახალ საგანმანათლებლო პროექტი განახლებადი ენერგიის შესახებ დაიწყო

admin Posted on 4 საათის ago
adbf53a7-167b-42cc-947f-b3ba305cfd05

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „მწვანე მომავალი – განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში”.

პროექტის მიზანია რეგიონის სკოლების უფროსკლასელებში განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს იმ რეგიონებს, სადაც განახლებადი ენერგიის განვითარების მაღალი პოტენციალია.

პროექტის ფარგლებში GREDA-ს გუნდი ატარებს შეხვედრებს, რომლებიც აერთიანებს პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. შეხვედრების დროს მოსწავლეები ეცნობიან:

  • განახლებადი ენერგიის ძირითად წყაროებსა და მათ მნიშვნელობას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის;
  • ენერგეტიკის კავშირს კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვასთან;
  • სანდო ინფორმაციის მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლს ენერგეტიკის სფეროში;
  • განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ გავრცელებულ მითებსა და რეალურ ფაქტებს;
  • დასაქმების შესაძლებლობებს ენერგეტიკის სფეროში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და ინტერესის გაღვივება ენერგეტიკისა და STEM მიმართულებების მიმართ. საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდება ინტელექტუალური კონკურსით „რა? სად? როდის?“ ფორმატში, რომელიც თბილისში გაიმართება და რეგიონებიდან შერჩეული გუნდების მონაწილეობით დასრულდება.

პროექტის მიზანია ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდების ჩამოყალიბება, რომლებიც მომავალში შეძლებენ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლის ფორმირებაში. პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით და ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებას, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციას.

Post navigation

Previous: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

1920 1080
  • რეკლამა

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

admin Posted on 2 წუთი ago
3d9f4166-cd07-4bfd-b18b-2f625c49bde3
  • რეკლამა

ქართული კომპანიების – Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

admin Posted on 2 კვირის ago
Picture1
  • რეკლამა

20 იანვარი – სისხლით დაწერილი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია

admin Posted on 2 კვირის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა 1920 1080
  • რეკლამა

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

Posted on 2 წუთი ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 55 წუთი ago
ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, GREDA-მ ახალ საგანმანათლებლო პროექტი განახლებადი ენერგიის შესახებ დაიწყო adbf53a7-167b-42cc-947f-b3ba305cfd05
  • რეკლამა

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, GREDA-მ ახალ საგანმანათლებლო პროექტი განახლებადი ენერგიის შესახებ დაიწყო

Posted on 4 საათის ago
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

Posted on 5 საათის ago
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხანძარი ბათუმში

Posted on 5 საათის ago
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქეები დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

Posted on 8 საათის ago
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა 1920 1080 1
  • რეკლამა

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

Posted on 2 წუთი ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 55 წუთი ago
ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, GREDA-მ ახალ საგანმანათლებლო პროექტი განახლებადი ენერგიის შესახებ დაიწყო adbf53a7-167b-42cc-947f-b3ba305cfd05 3
  • რეკლამა

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, GREDA-მ ახალ საგანმანათლებლო პროექტი განახლებადი ენერგიის შესახებ დაიწყო

Posted on 4 საათის ago
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

Posted on 5 საათის ago
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ხანძარი ბათუმში

Posted on 5 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.