თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქალაქ ბათუმში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შვიდი კორპუსი. აღნიშნული ქონება უკვე დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, საპროცესო შეთანხმება მიღწეულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. სხვა დეტალებზე უწყება ამ ეტაპზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.
უსახლკაროებმა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ შენობასთან აქცია გამართეს



