კიბერფეხბურთში „დინამო ბათუმის“ წარმომადგენელი ირაკლი მორჩაძე „დინამო თბილისის“ კიბერფეხბურთელს, გიორგი მახარაშვილს დაუპირისპირდა. eLiga Georgia-ს მეორე ტურის მატჩი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
კიბერფეხბურთის სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმი“ მე-10 ადგილზე იმყოფება. ორი ტურის შემდეგ ირაკლი მორჩაძეს 0 ქულა აქვს და ორი მარცხი დაუგროვდა.
„დინამო ბათუმი“ ვირტუალური eLiga Georgia-ს ფარგლებში მომდევნო მატჩს 9 თებერვალს „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ გამართავს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



