
„დინამო ბათუმმა“ „გორის დილასთან“ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩი 2 – 0 წააგოო „ბათუმელებსა“ და „გორელებს“ შორის გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.
მატჩის მე- 13 წუთიდან „დინამო ბათუმი“ ათი კაცით თამაშობდა, რადგანაც მანდრიჩენკომ, ანდრონიკაშვილს სახეში ფეხი მიარტყა და წითელი ბარათი მიიღო. თუმცა „თოლიები“ მეტოქეს წინააღმდეგობას წარმატებით უწევდნენ, მაგრამ 66-ე წუთზე ხოზრევანიძემ მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, ახალგაზრდა თავდამსხმელმა. მოედნის გარეთ სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, მინდორზე მსაჯის ნებართვის გარეშე დაბრუნდა, რის გამოც მსაჯმა, ბაქარ ბრეგაძემ ის გააძევა.
„დილას“ ფეხბურთელმა, ცხრა კაციანი დინამო ბათუმის“ კარის აღებას მხოლოდ 85-ე წუთზე შეძლეს, როდესაც მსაჯმა VAR-ის დახმარებით პენალტი დანიშნა, თერთმეტ მეტრიანი წარმატებით შეასრულა ანდრონიკაშვილმა, ხოლო მეორე გოლი 85-ე წუთზე კონტო შეტევაში ხლაიხალიმ გაიტანა.
შემდეგი, 25-ე ტურის მატჩის, „დინამო ბათუმი“ 19 სექტემბერს გამართავს. „აჭარაბეთ არენაზე“ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „თელავს“ დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე