„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის ფინალური, 36-ე ტურის შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და 2026 წელს უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის უფლება საბოლოოდ შეინარჩუნა.
„თოლიებმა“ „აჭარაბეთ არენაზე“ ფინალური ტურის პირველ მატჩში „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლეს და შეხვედრა 3:2 მოიგეს. „ბათუმელებმა“ განსაკუთრებით წარმატებული პირველი ტაიმი ჩაატარეს, რომელშიც მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს. მატჩის ანგარიში მეშვიდე წუთზე ხოზრევანიძემ გახსნა; 21-ე წუთზე ბარამიძემ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 39-ე წუთზე ჯაფარიძემ მესამე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში „ფოთელებმა“ უკეთესად ითამაშეს და ორი გოლი გაიტანეს. „კოლხეთის“ პირველი გოლი კვირკველიამ 54-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 90+2 წუთზე კაპანაძემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
„დინამო ბათუმმა“ 2025 წლის ურთულესი სეზონი 43 ქულით დაასრულა. ჩატარებული 36 შეხვედრიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდა 11-ჯერ მოიგო, 10-ჯერ ფრედ ითამაშა და 15 შემთხვევაში დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის ფინალური მატჩები 6 დეკემბერს ჩატარდება, სადაც ლიგის ჩემპიონიც ფინალურ ტურში გაირკვევა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



