
„დინამო ბათუმისა“ და „ქუთაისის ტორპედოს“ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. შეხვედრა ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ეგიდით გაიმართა.
მატჩში უპირატესობა „დინამო ბათუმმა“ პირველივე წუთებზე მოიპოვა, როდესაც თორნიკე კირკიტაძემ (შეხვედრის პირველ წუთზე) გოლი გაიტანა. თუმცა ქუთაისელებმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხეს და სულ რაღაც ხუთ წუთში შეხვედრა მათ სასარგებლოდ მოატრიალეს. 35-ე წუთზე გოლი სკანდრიჩმა გაიტანა, ხოლო 40-ე წუთზე იონსენმა ანგარიში 1 – 2 გახადა.
მატჩის მეორე ტაიმში „დინამო ბათუმმა“ ბრძოლის უნარიანობა აჩვენა, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილა გუნდა ანგარიშის გათანაბრება 82-ე წუთზე, უერდი მარას გოლით მოახერხა.
23 ტურის შემდეგ „ბათუმელები“ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილის იკავებენ, მათ ანგარიშზე 35 ქულაა და უახლოეს მდევარს, „ტორპედოს“ ორი ქულით ასწრებენ.
ეროვნილი ლიგის 24 ტურში, 14 სექტემბერს „დინამო ბათუმი“ სტუმრად „გოტის დილას“ ეწვევა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე