გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის ბოლოდან 5 მაისის დილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
📅 2–3 მაისი
ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, სეტყვით და ქარის გაძლიერებით.
📅 4–5 მაისი (დილამდე)
მოსალოდნელი ცუდი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოს შეეხება — იქაც მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი, ელჭექი და სეტყვა.
⚠️ საფრთხის დონე – საშუალო
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს:
- მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება;
- მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები;
- გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყერული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
მოსახლეობას და შესაბამის უწყებებს რეკომენდებული აქვთ სიფრთხილის გამოჩენა, განსაკუთრებით ზონებში, სადაც არსებობს სტიქიური მოვლენების გააქტიურების რისკი.



