გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია თოვა, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინტენსიურმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება. არსებული პროგნოზის მიხედვით, საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.



